კითხვები
მთავარი / კითხვებიჩვენი მომსახურება მორგებულია სხვადასხვა გადაზიდვის მოთხოვნებზე,
მომსახურების ფასი დამოკიდებულია მიმართულებაზე,თუ რომელ ქვეყანაში იგზავნება ამანათი.
ფასის გამოთვლა მარტივად შეგიძლიათ ჩვენს საიტზე არსებული კალკულატორის საშუალებით.
თუ ამანათის რეალური წონა მეტია მოცულობით წონაზე, ტრანსპორტირების საფასური იანგარიშება რეალური წონით, ხოლო თუ ამანათის მოცულობითი წონა მეტია რეალურ წონაზე, ტრანსპორტორების საფასური იანგარიშება მოცულობითი წონით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
თბილისი,დიმიტრი გულიას ქ.5 ტელ: +995 577 03 03 33
ბათუმი,ლუკა ასათიანის ქ.51. ტელ:+995 577 03 03 43
E-mail: info@emgeorgia.com
3)დაუკავშირდეთ ჩვენს ოპერატორს და გამოიყენოთ საკურიერო მომსახურება,რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ნივთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას ჩვენს ოფისამდე.
- ოფისიდან ამანათის გაგზავნის შეუფერხებელი პროცესის უზრუნველსაყოფად, საჭიროა შემდეგი ინფორმაცია:
ელ.ფოსტა info@emgeorgia.com
დარეგისტრირდით ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლეთ ჩვენი საწყობის მისამართით.აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ოთახის ნომერი,რომელსაც იხილავთ პირად გვერდზე მისამართების ველში. თქვენი ამანათს მიიღების შემდეგ ჩვენი უკრაინის ოფისი,ოთახის ნომრის მიხედვით მოახდენს იდენტიფიცირებას და თქვენს სახელზე ამანათის საქართველოში გამოგზავნას.
ეს არის თქვენი ინდივიდუალური ნომერი ჩვენს კომპანიაში, რომელიც გენიჭებათ ჩვენს საიტზე დარეგისტრირებისას. როდესაც თქვენ იწერთ ამანათს ონლაინ მაღაზიიდან, ამ ნომრით ჩვენ ვახდენთ თქვენს იდენტიფიცირებას იმისათვის რომ გზავნილი თქვენს სახელზე გამოიგზავნოს საქართველოში.
საქართველოდან უკრაინაში ტრანსპორტირების დრო 5-7დღე.
ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტირების დრო: 12-15 დღე.
საქართველოდან ამერიკასა და კანადაში ტრანსპორტირების დროა: 10-14დღე.
ანგარიშწორება ხორციელდება ლარში ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.
ღირებულების გადახდა შეგიძლიათ როგორც ტერმინალით,ასევე ნაღდი ანგარიშწორებით.
ჩვენი სტანდარტული ზომა/წონა ამანათის გაგზავნისას შემდეგია:
სტანდარტული წონა: 30 კგ-მდე.
სტანდარტული ზომები: 120 სმ x 60 სმ x 60 სმ.
პასუხისმგებლობა
და ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა
შპს ‘’EMG“ მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ
ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით ამანათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.
ამასთან, ამანათი დაზიანებულად მიიჩნევა მხოლოდ მისი გარე შეფუთვის მთლიანობის დარღვევის
შემთხვევაში.
შპს
‘’EMG“ არ იღებს
პასუხისმგებლობას თუ გზავნილის
დაკარგვა, მისი შიგთავსის არარსებობა ან დაზიანება გამოწვეულია გამგზავნის ბრალით ან
დაუდევრობით (მათ შორის, არასათანადო შეფუთვით) ან შიგთავსის თვისებებით;
დაუძლეველი ძალით
გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში;
იმ ამანათების მიმართ, რომელიც შეიცავს გასაგზავნად
აკრძალულ საგნებს;
იმ ამანათების
მიმართ, რომლის გაგზავნაც დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობით ასეთი პირობის
დაუცველობის შემთხვევაში;
თუ ანაზღაურების
მიღების მიზნით გამგზავნი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;
თუ მომხმარებელმა
რეკლამაციით არ მიმართა შპს ‘’EMG“ ამანათის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში;
გამგზავნი მატერიალურად პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რომელიც მიადგება შპს ‘’EMG“ აკრძალული ნივთის გაგზავნის ან ამანათის არასათანადოდ შეფუთვის გამო.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ამანათის გაგზავნისას, გამგზავნი სრულად არის პასუხისმგებელი ამანათის შიგთავსის კანონიერებაზე და შესაბამისობაზე მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის, მათ შორის საერთაშორისო სატრანსპორტო და კურიერული კომპანიების წესებისა და რეგულაციების მოთხოვნებთან.
აკრძალული ან შეზღუდული შიგთავსის აღმოჩენის შემთხვევაში, ყველა შესაბამისი სამართლებრივი, ფინანსური და სხვა სახის პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება გამგზავნს. კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას ასეთი ამანათის მიღებაზე, გადაზიდვაზე ან გააგრძელოს შესაბამისი ქმედებები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
კომპანია არ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ამანათის არასათანადო, არასაკმარისი ან არასწორი შეფუთვით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, შიგთავსის დაზიანება, დაკარგვა, დეფორმაცია ან სხვა სახის ზიანი. აღნიშნულ შემთხვევებში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება გამგზავნს.
გამგზავნი ვალდებულია უზრუნველყოს ამანათის შიგთავსისა და შეფუთვის სრული შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით და ჩვენი კონსულტანტი გაგცემთ ამომწურავ პასუხს
Please contact us for more information.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
თბილისი,დიმიტრი გულიას ქ.5 ტელ: +995 577 03 03 33
ბათუმი,ლუკა ასათიანის ქ.51. ტელ:+995 577 03 03 43
ელ.ფოსტა info@emgeorgia.com
