slideshow

ავტორიზაცია

ელ-ფოსტა

პაროლი

დეკლარირება და განბაჟება

საბაჟოზე გამკაცრდა ამანათების დეკლარირების პროცედურა და, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ შევსებული დეკლარაცია, გთხოვთ, დროულად შეიტანოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენს ექაუნთზე შეუვსებელ გრაფებში (თრექინგის ნომერი, პროდუქციის ღირებულება, ონლაინ-მაღაზიის სახელწოდება და ტვირთის მოკლე აღწერა), წინააღმდეგ შემთხვევაში, ტვირთი მოხვდება ”პრობლემურ ნუსხაში” და გადაიგზავნება საბაჟო ექსპერტიზაზე, რათა დადგინდეს მისი ღირებულება. შედეგად ამანათის გაცემა შეფერხდება გაურკვეველი ვადით.

დეკლარაცია უნდა შეივსოს არაუგვიანეს ამანათების გამოგზავნიდან 3 დღეში. საბაჟოზე შესვლის მომენტისთვის თუ ამანათი არ იქნება დეკლაირებული,ეს ამანათი გაჩერდება საბაჟოს მიერ და ამანათს ვერ გაიტანთ მინიმუმ 5 დღის განმავლობაში.

რა უნდა ვიცოდეთ განბაჟებაზე?


1. განსაბაჟებელია ამანათი (ან ამანათები), როდესაც ერთ მაღაზიაში შეძენილი ნივთის სუფთა ფასი, ერთეულის ან ჯამურად, სცდება 300 ლარს.

2. 30 კგ მეტი წონის ამანათები ექვემდეარება განბაჟებას(ფასისი მიუხედვად)

3. 5-ზე მეტი ერთგვაროვანი საქონელი ექვემდებარება განბაჟებას(ფასის მიუხედავად)


განბაჟების ფორმულა:

განბაჟების დაანგარიშებისას ნივთ(ებ)ის ფასთან ერთად თანხაში შედის ნებისმიერი სახის, შიდა თუ საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯი, რასაც ემატება 18% დღგ.


დათვლა ხდება ამანათის საბაჟოზე შემოსვლის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით.

ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ნებისმიერ ბანკში.